გიორგი გახარია: შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია

გიორგი გახარია: შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია

შეუძლებელია, ცალკე აღებულმა ქვეყანამ დაამარცხოს გლობალური ეპიდემია. ელემენტარულად, ციფრებზე რომ ვისაუბროთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს, 213 ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა არის 5 590 000-ზე მეტი და სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა 147 ათას ადამიანზე მეტია. საქართველოში გვყავს 735 ინფიცირებული, გამოჯანმრთელებულია 557, სამწუხაროდ გვყავს 12 გარდაცვლილი მოქალაქე და დღეს საქართელო 100 სულ მოსახლზე გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპის 29 ქვეყანას შორის ყვალაზე დაბალი მაჩვენებლის მქონეა, - განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

„ჩვენ უნდა გვესმოდეს და გავითვალისწინოთ, რომ დღეს საქართველო ინფექციის გავრცელებით 123-ე ადგილზეა. რა თქმა უნდა, ეს არაა საამაყო ციფრები და ეს არაა მხოლოდ მთავრობის დამსახურება. პირველ რიგში, ჩვენს მოქალაქეებს მინდა მივმართო: უკიდურესი მნიშვნელობა აქვს სწორ ბალანსს - რამდენად ზუსტად, რამდენად ყურადღებით დავიცავთ იმ მოთხოვნებს, რომელსაც წარგვიდგენენ ეპიდემიოლოგები. ეს გვაძლევს საშუალებას, ვიყოთ პროაქტიულები ეკონომიკის გახსნაში და, საბოლოო ჯამში, ესაა ერთადერთი საშუალება, გლობალური კრიზისი ვაქციოთ შესაძლებლობად“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის ანგარიშს საკანონმდებლო ორგანოში 129 დეპუტატი ესწრება. გიორგი გახარია კანონმდებლებს ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ მოხსენებას აცნობს.