„სისხლი ადინეს ქართველ ხალხს...მაგათ ხელისუფლებაში მოსვლას თემურ ლენგის მოსვლა მირჩევნია“

„სისხლი ადინეს ქართველ ხალხს...მაგათ ხელისუფლებაში მოსვლას თემურ ლენგის მოსვლა მირჩევნია“

ისტორიკოსმა ედიშერ გვენეტაძემ „ტვ პირველის" ეთერში პოლიტპატიმრის ცნებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გიგი უგულავა ციხეში ქურდობისთვის იჯდა და მას პოლიტპატიმრის სტატუსი არ უნდა ჰქონდეს.

გვენეტაძემ 9 წლის წინანდელი 26 მაისი გაიხსენა და წინა ხელისუფლების ქმედება დაგმო. მისი განცხადებით, ადამიანებს, რომლებმაც ქართველ ხალხს სისხლი ადინა ხელისუფლებაში მოსვლაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ.

„ძალიან გთხოვთ პოლიტპატიმრის ცნებას ნუ შეურაცხყოფთ, პოლიტპატიმარი იყო მერაბ კოსტავა. შეხედეთ მის ფოტოს როგორ გამოიყურებოდა ციხეში, უგულავა არის ქურდი. მოიპარა 50 მილიონი, ციხიდან ისეთი გამოვიდა ხარს რო დაატაკოთ წააქცევს და ეგ არის პოლიტპატიმარი. არ დაგვავიწდეს 9 წელი გავიდა იმ სისხლიანი 26 მაისიდან. გახსოვთ რა მოხდა იმ ღამეს. სისხლი ადინეს ქართველ ხალხს და ამათ უნდა ხელისუფლებაშ მოსვლას ისევ? ბევრი რამ არ მომწონს ხელისუფლებაში მაგრამ ამათ მოსვლას თემურ ლენგის მოსვა მირჩევნია", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.