რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს

რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი მზად არის ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში სადამკვირვებლო ფრენები დაუშვას 10-კილომეტრიანი ზონის გასწვრივ, თუ საქართველო თავის ტერიტორიაზე რუსეთს ფრენების ნებართვას მისცემს.

„საქართველოს ტერიტორია ღია ცის ხელშეკრულების ფარგლებში მიუწვდომელია რუსეთის მისიებისთვის, ისევე როგორც მრავალეროვანი მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით. შესაბამისად, საქართველო ხელშეკრულების ძირითად დებულებებს არღვევს იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების დანიშნულებაა სადამკვირვებლო ფრენების ჩატარება ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების ტერიტორიაზე და რომ თითიეულმა სახელმწიფომ უნდა დაუშვას სადამკვირვებლო ფრენები თავის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

22 მაისს აშშ-მა ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლა გამოაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და ე.წ. „სამხრეთ ოსეთთან“ თავისი საზღვრის გასწვრივ, 10-კილომენტრიანი დერეფნის ფარგლებში და ამგვარად ცდილობდა, გამოეთქვა ყალბი პრეტენზია, თითქოს ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია.

Maverick "ტარანა თვლითაა"!
დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო და მერე იფრინოს რამდენიც უნდა!
3 წლის უკან