ირაკლი სესიაშვილი: ოქრუაშვილი ღიად ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა

ირაკლი სესიაშვილი: ოქრუაშვილი ღიად ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დღევანდელი ოპოზიციის ერთად ყოფნის მიზეზი, მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ამის შესახებ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

„ირაკლი ოქრუაშვილი ღიად, პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ სააკაშვილმა მას ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა, თუმცა დღეს ერთმანეთს პოლიტიკურად ამხნევებენ. ბურჯანაძე, რომელსაც წინა ხელისუფლება მძიმედ გაუსწორდა და რა შეფასებები და ბრალდებები იყო ესეც ძალიან კარგად გვახსოვს, მაგრამ დღეს ისინი ერთად არიან და მათი ერთად ყოფნა აჩვენებს, რომ ერთად მხოლოდ ძალაუფლებისთვის არიან“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.