ეზუგბაიას განმარტება: კორონავირუსი მხედველობას აზიანებს?

ეზუგბაიას განმარტება: კორონავირუსი მხედველობას აზიანებს?

დიდი ბრიტანეთის პტრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, მას კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ მხედველობა გაუუარესდა.

„პრაიმტაიმი" დაინტერესდა, აქვს თუ არა კავშირი ინფექციას მხედველობის დაქვეითებასთან. ამის გასარკვევად ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურ დირექტორს, მარინა ეზუგბაიას დავუკავშირდით.

„ჩვენი გატარებული პაციენტები თითქმის 200-ს შეადგენს და მსგავსი შემთხვევები, გართულება თვალთან მიმართებაში არ გვქონია

თვალის პრობლემა უშუალოდ კორონავირუსით განპირობებულია თუ არა, არ ვიცით. ყველა ადამიანი ინდივიდუალური შემთხვევაა.

შეიძლება ორგანიზმს განწყობა ჰქონდეს თვალის ორგანული ცვლილებებზე და შესაძლებელია, კორონავირუსთან ერთად, როგორც გამშვები კლიგერი გახდეს რაღაც დაზიანებაზე. მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ შესაძლებელია, იყოს გართულებები"