სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არ მახსოვს რა აქციაზე მეკითხებით

სალომე სამადაშვილი 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე: არ მახსოვს რა აქციაზე მეკითხებით

„2011 წლის 26 მაისს რა აქცია გაიმართა? ქალბატონი ბურჯანაძის?“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისს აქცია საქართველოში პრორუსულმა ძალებმა გამართეს და მათი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს დაგეგმილი ღონისძიებების ჩაშლა იყო. „თქვენ თუ გულისხმობთ იმას, რომ იყო მცდელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს ჩაშლილიყო სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებები, რაც, ფაქტობრივად, იყო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ინტერესებზე.

ეს ყველაფერი ხორციელდებოდა იმ ხალხის მიერ, რომლის საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია ყველამ ვიცით არის მიმართული ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისკენ. სახელმწიფოს უნდა დაეცვა საკუთარი ინტერესები, თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა, თუ ამ პროცესში მოხდა ძალის გადამეტება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტთან მომხრეებთან ერთად 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა.