ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დაფინანსებაზე: ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ

საპატრიარქოს ხარჯთაღრიცხვა გამჭვირვალეა, ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ტვ. პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფიფინანსებიდან, თვეში თითო ადამიანზე მოდის 12 ცენტი. „არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი ამ ფულით. არცერთი კაპიკი არ არის დახარჯული ვინმეს პირად ქონებაზე და არცერთი მანქანა არ არის ნაყიდი. ფინანსთა სამინისტროს მიმართონ და ნებისმიერ მოქალაქე მიაწოდებენ ინფორმაციას საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ. ეს არის მჭიდში კიდევ ერთი ტყვია, რომელიც საპატრიარქოს წინააღმდეგ უნდა ატრიალონ“, -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი 25 მილიონი ლარი საპატრიარქოს ანგარიშზე არ ირიცხება. „ ეს თანხა, არ ირიცხება საპატრიარქოს ანგარიშზე. დანიშნულება მიეწოდება ფინანსთა სამინისტროს და რიცხავს სახელფასო ფონდებში. სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში. ჩატარდა კვლევა და დადგინდა, რომ ეკლესიისთვის გამოყოფილი 25 მილიონი ლარი, სრულად 90%-ზე მეტი იხარჯება საგანმანათლებლო სფეროში. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სკოლები, როგორც აკადემიური მოსწრებით, ისე მორალურ-ზნეობრივი დონით. ჩვენ სკოლებში არასდროს არ ხდება ბულინგი. სკოლებში არ მომხდარა არცერთი კრიმინალური ინციდენტი. და აკადემიური დონე არის მაღალი“, -აღნიშნა ჯაღმაიძემ.

 

Katana . მართალი გითხრათ, არითმეტიკა არასოდეს ყოფილა ჩემი საყვარელი საგანი და ახლაც სიამოვნებით ავუვლიდი გვერდს ამ თემას, მაგრამ ისეთი გულმოდგინებით ცდილობენ ჩვენი მეუფეები იმ თანხის დაკნინებას, რასაც ხელისუფლება უხდით, - 25 მილიონი რა ფულია, მეტიც გვეკუთვნისო! - ცოტა გაოცებული დავრჩი.

. მიტროპოლიტი ანტონი:
"25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეზე, თვეში ერთ სულზე 59 თეთრია. არ გრცხენიათ, რას გვაყვედრიან?" - (Ambebi.Ge)

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე:
"სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფიფინანსებიდან, თვეში თითო ადამიანზე მოდის 12 ცენტი." (For.Ge)
?
ჯერ ერთი, რატომ ვყოფთ ამ თანხას საქართველოს მთელ მოსახლეობაზე? - ვინმემ თქვა, ეკლესიას რომ არ უხდიდნენ ამ ფულს და მოსახლეობაზე გადაენაწილებინათ, რა ბედნირად ვიცხოვრებდითო?!
მეორეც, თუ მაინცდამაინც გაყოფაა, მაშინ ეს 25 მილიონი სამღვდელოების რაოდენობაზე რომ გაგეყოთ, არა?
თუ ვინმეს მიაჩნია (და, სხვათა შორის, დიდ ქართველ მწერალს, მიხეილ ჯავახიშვილსაც ასე მიაჩნდა!), რომ სეკურალურ სახელმწიფოში ბიუჯეტი არ უნდა აფინანსებდეს ეკლესიას, ისინი გულისხმობენ, რომ სამღვდელოება არ არის ყველაზე გაჭირვებული ფენა, რომ სისტემატურად 25-მილიონიანი ფინანსური ინექციები სჭირდებოდეს იმ სამარცხვინოდ მწირი ბიუჯეტიდან, რომელიც სანაგვეებში ლუკმის მაძებარ ჩვენს მოქალაქეებს ვერ ეხმარება, რათა ღირსეული ადამიანები თვითმკვლელობამდე არ მიდიოდნენ სასოწარკვეთილებისაგან!..
ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ყველას გვინდა "ჩვენ-ჩვენი წილი" 7 ლარი წელიწადში!
3 წლის უკან