შევარდნაძემ ეკონომისტები „გადააგდო“

შევარდნაძემ ეკონომისტები „გადააგდო“

12 სექტემბერს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში „ეკონომისტის დღე“ იზეიმეს.

გუშინ ღონისძიებაზე მისული ეკონომისტები ჯილდოებს ელოდნენ. ღირსეულთა სია წინასწარ გადააგზავნეს სახელმწიფო კანცელარიაში.

ღირსების ორდენზე 20 ეკონომისტი წარადგინეს, ღირსების მედალზე - 22 მოღვაწე, ხოლო 48 ეკონომისტს პრეზიდენტის მადლობა უნდა მოესმინა.

ცერემონიალზე არც პრეზიდენტი მობრძანდა და არც - სახელმწიფო მინისტრი. ვერც დაჯილდოების ორგანიზება მოხერხდა, რადგან საქართველოს ლიტვის პრეზიდენტი ეწვია და ეკონომისტები ყველას დაავიწყდა. დარბაზში შეკრებილებმა ისევ ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები.

„ეკონომისტთა უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ვიმყოფებით. სასიხარულოა ის, რომ დღეს ერთმანეთს ვხედავთ და ვიგებთ, რომ ცოცხლები ვართ,“ - განაცხადა ეკონომისტმა დომენტი მოურავიძემ.

„საქართველოში დოვლათის შექმნის ეკონომიკის მაგივრად, დოვლათის მიმთვისებელთა ეკონომიკა გაგვაჩნია,“ - ასე დაასრულა საზეიმო ცერემონიალი გიორგი პაპავამ.