საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2020/2021 წლების სეზონი 23 აგვისტოს დაიწყება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ლიგა 1-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
მთლიანი სეზონის კალენდარი კი 17 ივნისს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ დაზუსტდება.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის წლევანდელი სეზონი 28-ე ტურის შემდეგ დაასრულეს, რისი მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა. ქვეყნის ჩემპიონად „პარი სენ-ჟერმენი“ გამოცხადდა, რომელსაც 27 მატჩში 68 ქულა ჰქონდა მოპოვებული და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 12 ქულით უსწრებდა.