გლობალური პანდეემიის და სლოგანის ,,დარჩი სახლი“ მიუხედავად რიკოთის ისტორიული ინფირასტრუქტურული პროექტის მშენებლობა არც ერთი დღით შეჩერებულა და ხევი-უბისას მონაკვეთზე პირველი გვირაბი გაიჭრა.
ათასობით ადამიანი მუშაობს იმისათვის, რომ აღმოსავლეთიდან დასავლეთ საქართველოში ან პირიქით ჩასვლა სწრაფად გახდეს შესაძლებელი. პროექტი ჩინეთს და საფრანგეთის ბრესტს ერთმანეთთან დააკავშირებს და საქართველოს სატრანსპორტო ჰაბად აქცევს.
თანამედროვე და რეგიონში ერთ ერთი ყველაზე გრძელი გვირაბის წარმატებით გაჭრას ადგილზე გულშემატკივრობდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და პრემიერი გიორგი გახარია.
„საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს ცხოვრების ხარისხის ცვლილებას. ეს იქნება ქვეყანა სადაც მობილობის ხარისხი იქნება მაღალი. ეს იქნება ქვეყანა, სადაც საავტომობილო გზით ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული ევროპა და ჩინეთი,. ეს მოგვცემს შესაძლებლობას რომ ვიყოთ პირველები“, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ საუბრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.