ფინანსური სერვისები, საგანმანათლებლო პროგრამები, ვიზალიბერალიზაცია, ძალიან ბევრია ჩამოსათვლელი. ეს საქართველოს მხრიდან ძალიან პოზიტიური სიგნალია ვროკავშირისთვის. დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის ლიდერები, აღიარებენ სამიტზე მიღწეულ პროგრესს, - ამის შესახებ ბელგიელმა დიპლომატმა პოლ ვანდორენმა ,,იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით საქართველოს პროგრესი აქვს, თუმცა ბევრია გასაკეთებელი, მაგრამ ესეც პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, რომ მოქალაქეებს აუხსნან რაზეა საუბარი და რისთვისაა ეს ცვლილებები საჭირო. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა და მოქალაქეებმა ერთად იმუშაონ რეფორმების განსახორციელებლად“, - აღნიშნა პოლ ვანდორენმა.
მან საქართველოს ევროკავშირში მიღების პერსპექტივაზეც ილაპარაკა. „ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები, ბალკანეთის ქვეყნების გაერთიანების შესახებ ზაგრების დეკლარაციაში, არაა სიტყვა გაფართოება. ევროკავშირის ლიდერებმა დაადასტურეს ბალკანეთის ქვეყნების მიმართ ვალდებულება. ჯერ არ ვიცი ზუსტად რა ტერმინს გამოიყენებენ სამიტზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის შესახებ. მაგრამ მსგავსი ხაზი იქნება“, - განაცხდა ბელგიელმა დიპლომატმა.
პოლ ვანდორენი 2009 - 2013 წლებში ევროკავშირის ელჩი იყო ხორვატიაში და მისია ხორვატიის ევროვაშირში გაწევრიანებით დაასრულა. 2009 წლამდე კი ვანდორენი ევროკავშირის დელეგაციას ხელმძღვანელობდა რუსეთში.
დიპლომატმა გასულ კვირას ევროპულ პრესაში გამოაქვეყნა სტატია საქართველოს შესახებ.
ვანდორენი წერს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებმა უნდა უზრუნველყონ , რომ საქართველო ევროკავშირს, ხედავდეს როგორც საბოლოო მიზანს და წევრად უნდა მიიღოს.