მექსიკური საფეხბურთო კლუბის, „სანტოს ლაგუნას“ 12 მოთამაშე კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Ovacion Digital-ი ავრცელებს.
ამის გამო მექსიკის საფეხბრუთო ჩემპიონატი „კლაუსურა“ გაუქმდა, 2020 წელს გათამაშებას გამარჯვებული არ ეყოლება.
მექსიკის საფეხბურთო პირველობა მარტში შეჩერდა. რაც შეეხება „სანტოს ლაგუნას“, ის 10 მატჩის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე საფეხურზე იმყოფებოდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.