საწყენია, რომ მათი ნარატივი ემთხვევა რუსულ ნარატივს – ვინ გაანაწყენა პაატა იმნაძე

საწყენია, რომ მათი ნარატივი ემთხვევა რუსულ ნარატივს – ვინ გაანაწყენა პაატა იმნაძე

დაავადებათა კოტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ლუგარის ლაბორატორიის მიმართ აგორებულ შავ-პაირზე საუბრობს.

„ადრე მხოლოდ ერთი მხრიდან იყო შემოტევა. ეს გასაგებია. ყველამ ვიცით რუსული გავლენები, სადაც იყო საინფორმაციო საშუალებებში.

საწყენია, რომ ამას დაემატა მეორე მხრიდან შემოტევები, რომლებიც წესით და რიგით, თავს მედასავლეთეებად თვლიან.

ძალიან მიკვირს, რომ რუსული ნარატივი და მათი ნარატივი ერთმანეთს ემთხვევა ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ზოგს სახელი არ მოსწონს, ზოგს იქ მომუშავე ხალხი“, – ამბობს პაატა იმნაძე.

მან კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ლუგარის ლაბორატორია არის ამერიკის ყველაზე დიდი ინვესტიცია ჯანდაცვის სფეროში, რომლის მშენებლობა 2002 წელს გადაწყდა, 1997 წელს პრეზიდენტ კლინტონსა და პრეზიდენტს შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ჩარჩო-ხელეკრულების საფუძველზე.