მაყვალა გონაშვილი: ვინ არის გასული მიტინგზე - სამი ჯგუფის ადამიანები, ერთი ჯგუფისთვის მთავარია, აამღვრიოს წყალი, დაიჭიროს თევზი ანუ მოვიდეს ხელისუფლებაში

მაყვალა გონაშვილი: ვინ არის გასული მიტინგზე - სამი ჯგუფის ადამიანები, ერთი ჯგუფისთვის მთავარია, აამღვრიოს წყალი, დაიჭიროს თევზი ანუ მოვიდეს ხელისუფლებაში

ვინ არის გასული მიტინგზე - სამი ჯგუფის ადამიანები. ერთი ასეთი ჯგუფია, რომლისთვისაც მთავარია, აამღვრიოს წყალი, დაიჭიროს თევზი ანუ მოვიდეს ხელისუფლებაში, - ამის შესახებ პოეტმა მაყვალა გონაშვილმა იმედი LIVE-ში განაცხადა.

„ვინ არის გასული მიტინგზე - სამი ჯგუფის ადამიანები. ერთნი, რომლებიც ოცნებობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე და ყველაფერს იკადრებენ, ყველაფერს დაგიძახებენ, რუსულს თუ არა, მოიფიქრებენ კიდევ უფრო უარესს და დამამცირებელს. ერთი ასეთი ჯგუფია, რომლისთვისაც მთავარია, აამღვრიოს წყალი, დაიჭიროს თევზი ანუ მოვიდეს ხელისუფლებაში. მეორე არის ის ჯგუფი, რომელზეც ოთარ ჭილაძე წერდა - „სიმართლე იყო მკაცრი და ბასრი და ხალხს, რომელსაც ცოტა ესმოდა, ძლივს გამოჰქონდა სიტყვიდან აზრი, როგორც ძვირფასი კუბო ეზოდან“. და მესამე ჯგუფია ახალგაზრდები, რომლებსაც მართლა გულწრფელად უნდათ ევროპული მომავალი და მათ სიტყვა „რუსული” აშინებთ. ასე რომ, სამი სხვადასხვა ჯგუფია და მე ძალიან მინდა, რომ უფრო მეტად გავერკვეთ ყველაფერში, სწორ გზაზე დავდგეთ. დაცვა გვჭირდება დღეს, ბოლოს და ბოლოს რელიგიურ თემებზე გვჭირდება თავის დაცვა, ასევე წარსულის თემებზე”, - განაცხადა მაყვალა გონაშვილმა.

მისივე შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველო ომში არ არის ჩაბმული.

„და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი საქართველოც იქნება ის, რაზეც მიოცნებია და რისთვისაც ჩვენი თაობა იბრძოდა მთელი ცხოვრება”, - აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა.