ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ისევ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევ მუქარა - ჰგონიათ, რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ

ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ისევ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევ მუქარა - ჰგონიათ, რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ

კვლავ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციის საკითხს.

დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტი ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებას ცდილობს, როდესაც ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადახედვას უსვამს ხაზს.

„ისევ ულტიმატუმები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევ მუქარა და ახლა უტიფარი ტყუილი დაამატეს - ვიზალიბერალიზაცია გადაიხედებაო. ვინ ეკითხება კუბილიუსს აზრს. როგორც 27 სახელმწიფოდან მივიღე ამაზე თანხმობა, ასევე 27 სახელმწიფო უნდა შეჯერდეს და კონკრეტულად რაღაც დანაშაული უნდა მიუძღოდეს ჩვენს ქვეყანას. გამორიცხულია, ჰგონიათ რომ ქართველ ერს დაგვაშანტაჟებენ ან სანქცირებით, ან პოლიტიკური განცხადებების გაკეთებით“, - განაცხადა ზარქუამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.