ზაზა შათირიშვილი: ყველა კულტურას აქვს თავისი თავისუფლების გაგება, ქართულ ენაში არის სიტყვა „თავისუფალი“, „უფალი“ ნიშნავს როცა შიგნით ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი

ზაზა შათირიშვილი: ყველა კულტურას აქვს თავისი თავისუფლების გაგება, ქართულ ენაში არის სიტყვა „თავისუფალი“, „უფალი“ ნიშნავს როცა შიგნით ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი

ყველა კულტურას აქვს თავისი თავისუფლების გაგება, - თავისუფლების თემაზე ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა იმედი LIVE-ში ისაუბრა.

„ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, ვართ თუ არა თავისუფლები? ეს ძალიან საინტერესო კითხვაა იმიტომ, რომ არ არსებობს თავისუფლების ერთიანი სტანდარტი. ყველა კულტურას აქვს თავისი თავისუფლების გაგება, როგორც წესი, ეს არის კოდირებული ენაში. ქართულ ენაში არის სიტყვა „თავისუფალი“. „უფალი“ ნიშნავს როცა შიგნით ხარ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი“, - აღნიშნა ზაზა შათირიშვილმა.

ფილოსოფოსმა ასევე გაიხსენა ილია ჭავჭავაძის პერსონაჟის ლელთ ღუნიას ციტატა.

„ყველას უყვარს ილია ჭავჭავაძის ციტირება, გადაკეთება და გაუმჯობესება ბოლო პერიოდში. ილიას პერსონაჟი ამბობს, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს. ამას ამბობს პერსონაჟი ლელთ ღუნია. შემდეგ ავტორი ამას იმეორებს და ეს არის ის მომენტი, რასაც ესპანელები უწოდებენ „ჭეშმარიტების წამს“, როდესაც მართლა ხვდები, რა არის დამოუკიდებლობა, ღირსება და სუვერენიტეტი. ყველას შევახსენებ მაჰათმა განდის ცნობილ სიტყვებს - მე ვიცი, რომ ხვალ, როდესაც ინდოეთი გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი, განათლებულ, არაკორუმპირებულ ინგლისელ ბიუროკრატს ჩაანაცვლებს კორუმპირებული ინდოელი ბიუროკრატი, მაგრამ ჩვენ გვინდა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი იმიტომ, რომ გავიგოთ ჩვენ ვინ ვართ სინამდვილეში“, - განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.