როგორც იცით, 26 წლის კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი და მისი მეუღლე 23 წლის ამერიკელი მოდელი ჰეილი ბოლდვინი თვითიზოლაციაში ლოს ანჯელესის სახლში იმყოფებოდნენ.
წყვილი გასულ დღეს კერძო თვითმფრინავით კანადაში მიმავალი დააფიქსირეს, თუმცა რამდენიმე საათის წინ ჯასტინი კვლავ ლოს ანჯელესში შენიშნეს, როგორც ჩანს, ბიბერმა სახლში დაბრუნება მეუღლის გარეშე გადაწყვიტა.
შემსრულებელი საკუთარ სამეზობლოში მოტოციკლით სეირნობისას შენიშნეს, ვარსკვლავი ამ დროს ტელეფონზე საუბრობდა.