საბერძნეთის საკალათბურთო ჩემპიონატი ვადამდე დასრულდა. ამის შესახებ გამოცემა Sportando წერს. ქვეყნის ჩემპიონი „პანათინაიკოსი“ გახდა, რომელიც სატურნირო ცხრილში ლიდერობდა.
აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, უმაღლეს ლიგას არც აუტცაიდერი გუნდი დატოვებს. შესაბამისად, „პაოკმა“ და „არისმა“ ელიტდივიზიონში ადგილები შეინარჩუნეს.