უეფა, ევროპული კლუბების ასოციაცია და სხვადასხვა ლიგის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი სერიოზულად განიხილავს ალტერნატიულ ფორმულას, რომელიც აგვისტოში ევროთასების დასრულებას საშუალებას იძლევა.
As-ის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის განახლება 8 აგვისტოს იგეგმება, იმ მატჩებით, რომლებიც მერვედფინალურ ეტაპზე არ ჩატარებულა. შემდეგ მეოთხედფინალური თამაშები შედგება, ხოლო ნახევარფინალიდან ტურნირი დროებით ფორმატს შეიცვლის.
ნახევარფინალი და ფინალი სტამბოლში გაიმართება და „ოთხთა ფინალის“ სახეს მიიღებს. ეს არის გეგმა, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად იკვეთება.
ნებისმიერ შემთხვევაში ჯერ 17 ივნისს უნდა დაველოდოთ, როდესაც უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართება და დიდი შანსია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღონ.