ესპანეთის საფეხბურთო კლუბის, „ბილბაოს“ ლეგენდამ, არიც ადურისმა კარიერა დაასრულა

ესპანეთის საფეხბურთო კლუბის, „ბილბაოს“ ლეგენდამ, არიც ადურისმა კარიერა დაასრულა

ესპანეთის საფეხბურთო კლუბის, „ბილბაოს“ ლეგენდამ, არიც ადურისმა კარიერა დაასრულა.

ვეტერანი ფორვარდი, რომელსაც 11 თებერვალს 39 წელი შეუსრულდა, ფეხბურთიდან წასვლას ესპანეთის თასის ფინალის შემდეგ აპირებდა, სადაც „ატლეტიკი“ „სოსიედადს“ ხვდება, თუმცა ექიმებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ადურისმა „ბილბაოს“ შემადგენლობაში გამართულ 405 შეხვედრაში 172 გოლი გაიტანა და ოცდამეერთე საუკუნეში კლუბის საუკეთესო ბომბარდირია. „ატლეტიკთან“ ერთად ბასკმა ფეხბურთელმა ესპანეთის სუპერთასი მოიგო, 2016 და 2018 წლებში კი ევროპა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.