აშშ-ში ლოს-ანჯელესში კორონავირუსის პანდემიაზე ფილმის გადაღება 5 კვირაში დაიწყება. ამის შესახებ Deadline წერს.
ფილმს სახელწოდებით Songbird-ს რეჟისორი ადამ მეისონი გადაიღებს. სცენარის ავტორი კი სეიმონ ბოიესომი იქნება.
გამოცემის ცნობით, ფილმის შემქმნელები, გადაღების ინოვაციურ მეთოდებს გამოიყენებენ. მათ გილდიის კინომსახიობებს სამუშაო გეგმა უკვე წარუდგინეს. ამ დროისთვის მსახიობების შერჩევა დისტანციურად მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ფილმის სიუჟეტი გასაიდუმლოებულია. ცნობილია, რომ მოქმედება ახლო მომავალში ხდება, როდესაც ხელისუფლება ისევ აწესებს კარანტინს. შეზღუდვები უფრო მკაცრია, რადგან ვირუსმა მუტაცია განიცადა.
ჯერ-ჯერობით კონფიდენციალურია ფილმის ბიუჯეტი.