რობი უილიამსი ჯგუფ Take That-თან ერთად კიდევ ერთხელ იმღერებს. ამის შესახებ ბრიტანელმა შემსრულებელმა Instagram-ზე განაცხადა.
საქველმოქმედო ონლიან-კონცერტიდან მიღებული თანხა საქველმოქმედო ორგანიზაციებს Nordoff Robbins და Crew Nation-ს გადაეცემა.
კონცერტის ნახვას მსურველები You Tube-არხზე Compare the Meerkat შეძლებენ. შოუ 30 მაისს, თბილისის დროის 00:00 საათზე დაიწყება.
რობი უილიამსის კარიერა Take That-ში დაიწყო, თუმცა 1995 წელს მან ჯგუფი სხვა წევრებთან უთანხმოების გამო დატოვა. 2011 წელს ის ჯგუფში ისევ დაბრუნდა და ალბომ Progress-ის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ კი კვლავ სოლო კარიერა გააგრძელა.