ლონდონის „ჩელსის” ფეხბურთელს, კალუმ ჰადსონ-ოდოის ახალგაზრდა ქალი სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ გამოცემა TalkSport-ი წერს.
17 მაისს, დილით ფეხბურთელის სახლში სტუმრად მყოფმა ქალმა, რომელმაც ჰადსონ-ოდოი ინტერნეტით გაიცნო, დასახმარებლად პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა. ქალი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მან განაცხადა, რომ გააუპატიურეს. მისი ბრალდების საფუძველზე „ჩელსის” ნახევარმცველი დააპატიმრეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.
სასამართლოში თავის მართლების პარალელურად, ინგლისელ ფეხბურთელს ახსნა-განმარტებების მიცემა კლუბისთვისაც მოუწევს, რადგან მარტში კორონავირუსი გადაიტანა და ჯერ კიდევ იზოლაციაში უნდა ყოფილიყო.