„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელს, ჯონათან სტოუნზს ყოფილი ცოლი სასამართლოში უჩივის. მილი სევიჯი სტოუნზს უკანონო თვალთვალში ადანაშაულებს.
წყვილი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, „სიტის“ მცველს ყოფილი მეუღლის სახლში კამერები ჰქონდა დამონტაჟებული და მისი თითოეული ნაბიჯის გაკონტროლებას ცდილობდა.
პოლიციას ფეხბურთელმა აღიარებითი ჩვენება მისცა, თუმცა აცხადებს, რომ არა ყოფილი ცოლის გაკონტროლებას, არამედ, მისი 3 წლის შვილის უსაფრთხოებაზე ზრუნვას ცდილობდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ფეხბურთელს შესაძლოა, სოლიდური ფინანსური ჯარიმა დააკისრონ.