„20 ივნისიდან დღემდე ხელისუფლებამ საკადირის პასუხი ვერ გასცა დამნაშავეებს, ამიტომ ყველაფერი გაუვიდათ, ყველაფერი მიიღეს რაც უნდოდათ“

„20 ივნისიდან დღემდე ხელისუფლებამ საკადირის პასუხი ვერ გასცა დამნაშავეებს, ამიტომ ყველაფერი გაუვიდათ, ყველაფერი მიიღეს რაც უნდოდათ“

„გიორგი რურუა საპატიმროს მალე დატოვებს, შემდეგ კი პარლამენტი შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მიიღებს“, - ასეთი ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებას ოპოიციამ „ლეიბორისტების“ ბაღიდან. ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებისგან 8 მარტს დადებული პირობის შესრულებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ოპოზიციამ უკვე დააანონსა 20 ივნისის საპროტესტო აქცია, რომელიც გიორგი რურუას განთავისუფლებამდე გაგრძელდება.

გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ ამოცანად 2020 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას ასახელებს. როგორც ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დემოკრატიულმა კოალიციურმა მთავრობამ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა დღეს არსებული ეკონომიკური ჩიხიდან, გადადგას საკვანძო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, რათა საქართველო აღარასდროს დადგეს იმ გამოწვევების წინაშე, რასაც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობა ჰქვია.

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული, „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ 20 ივნისს აქცია აბსოლუტურად ლოგიკური, მორალურადაც და პოლიტიკურადაც გამართლებულია. მისი თქმით, ეს არის დღე, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ხმა აიმაღლეს უაზრო, უშინაარსო და ქვეყნისთვის მაზიანებელ დათმობზე, რასაც რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება აწარმოებდა.

„შინაარსი არის კვლავ დეოკუპაციის მოთხოვნა, ცვლილებების მოთხოვნა, ახლა უკვე კიდევ უფრო მწვავედ დაემატება ანტიკრიზისული სულისკვეთება, რადგან ყველას კარგად გვესმის, ამ შემთხვევაში უკვე ზეპარტიულად ვლაპარაკობ, რომ ეკონომიკის ქარიშხალი დაუბერავს, რომელმაც შეიძლება, ერთიანად წაგვხოცოს ყველა, ისეთი მძიმე დღეები, თვეები და წელიწადი გველის წინ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს, რომ გამოირიცხოს, რაღაც მინიმალურ დონეზე მაინც იყოს ნდობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე, როგორც ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ხელისუფლება სიტყვის ფასს უნდა დაუბრუნდეს, დღეს მათ სიტყვას აღარ აქვს ფასი, ეს არის მათი პრობლემა. 20 ივნისი იქნება ახალი ენერგიის, განახლების, ამავე დროს ძველი პრობლემების არდავიწყების დღე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ტრადიციულად, მძიმე დღეებს აანონსებს ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ გიორგი რურუა განთავისუფლდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდეს.

„საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე გიორგი რურუას განთავისუფლება გარდაუვალია, ეს ყველას გაცნობიერებული აქვს. მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენ დავამტკიცეთ, რომ პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენი ქვეყნის მომავალს და არჩევნები უნდა ჩატარდეს ჩვენი ქვეყნის მომავლის შესაბამისად. მომავალი რომ კარგი გვინდა, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის ეპარება. თქვენი ერთობა, თქვენი ერთსულოვნება, თქვენი მხარდაჭერა იყო მთავარი მასტიმულირებელი და გამაძლებინებელი ჩვენთვის იქ და ვიცოდით, რომ უკვალოდ არაფერი არ ჩაივლიდა. წინ გველოდება ბევრი მძიმე დღე შრომის თვალსაზრისით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანოთ“, - მიმართა „ლებორისტების“ ოფისში შეკრებილებს ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოპოზიციის ულტიმატუმი მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. „ქართული ოცნება“ ოპონენტებს რიტორიკის შეცვლას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თვლიან, რომ ეს მათთვის დამღუპველი იქნება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეფასებით, საზოგადოებისთვის ცინიკურია, ვინმე რურუას და საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. მისი თქმით, მმართველი გუნდი შეასრულებს შეთანხმებას, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შედგა.

„მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდს სრულად შესწევს უნარი და იმის რესურსიც არსებობს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები გავატაროთ და მივიღოთ, ეს იმას არ ნიშნავს და პასუხისმგებლობას არ აცლის ოპოზიციურ ჯგუფებს, რომლებიც იყვნენ მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ და ცვლილებებს მხარი არ დაუჭირონ. ყველა მხარე თანაბრად არის ვალდებული, პირობა შეასრულოს და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭიროს. იმედი მაქვს, ოპოზიცია თამაშს თავს დაანებებს და გააცნობიერებს პასუხისმგებლობას, რომელიც პარტნიორების წინაშე აიღეს. არ შეიძლება, საზოგადოებას ერთი კონკრეტული პირის სახელით ესაუბრო“, - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონსტიტუციური ცვლილებებია განსახორციელებელი და ოპოზიციური „კლასტერისთვის“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა, ეს თემები არ არის საინტერესო, ვინაიდან მათთვის პერსპექტივა ძალიან დაბალია. როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, ოპოზიციას სურს, რომ დესტრუქციული რეჟიმი მათი მთავარი პოლიტიკური მექანიზმი იყოს.

„ძალიან ბევრი თემაა, რომელიც ზოგადად, საარჩევნო სისტემას ეხება, ეუთო/ ოდირის შენიშვნები არის, ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა, თითქოს ბოლომდეც მივიდა. კონსტიტუციური ცვლილებებია ბოლოს და ბოლოს განსახორციელებელი. მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, ეს თემები არ არის საინტერესო ოპოზიციური „კლასტერისთვის“, რომელიც ნათელაშვილის ეზოში ჩამოყალიბდა. არ არის საინტერესო, ვინაიდან პერსპექტივა ძალიან დაბალია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ დასახელდება არაერთი მიზეზი იმისთვის, რომ ეს ცვლილებები არ იყოს მიღებული და დესტრუქციული რეჟიმი იყოს მთავარი პოლიტიკური მექანიზმი, რომელსაც ისინი გამოიყენებენ. რაც შეეხება მაჟორიტარულ დეპუტატებზე შეთანხმებას, ეს ზოგადი საუბარი, რასაკვირველია, მეათეხარისხოვანია და მხოლოდ მედიის ყურადღების მიქცევისთვის არის გამოყენებული“, - აცხადებს გია ვოლსკი.

იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე ულტიმატუმის ენით ესაუბრება, ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას რჩება რესურსი და ეს არის სამართლის აღსრულება, რაც ხელისუფლების ვალდებულებაა. მისი თქმით, როგორც კი ოპოზიციამ დაიწყო პოლიტიკური პროცესი, რომელიც გულისხმობდა ხელისუფლების დამხობას, დაუყოვნებლივ უნდა მოჰყოლოდა სამართლებრივი რეაგირება.

„ორგანიზატორები უნდა ყოფილყვნენ დაპატიმრებული და დამთავრდებოდა, საერთოდ არ იქნება არაფერზე ლაპარაკი. იმ წუთსავე იყო სახელმწიფოს როლი აუცილებელი და არა რამდენიმე თვის მერე. რას ვგულისხმობ? როგორც კი შეტევა დაიწყო სახელმწიფოზე, მეორე დღესვე უნდა დაეპატიმრებინათ ამაში მონაწილე პირები და რასაკვირველია, უნდა გაესამართლებინათ იმისთვის, რაც ჩაიდინეს. ეს აშკარაა, იმიტომ, რომ თავიდანვე იყო სახელმწიფოზე შეტევა, ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ეს უნდა აღეკვეთა ხელისუფლებას. ეს ვერ მოხერხდა და ამის მაგივრად დაიწყო პოლიტიკური პროცესი. დაიწყეს რაღაცა მოლაპარაკებები და თან ვისათან ლაპარაკობენ? ელაპარაკებიან და საერთაშორისო რეზონანსს აძლევენ, თან დიპლომატებთან ერთად საუბრობენ პოლიტპატიმრებზე, რომელიც არ არსებობს. 20 ივნისი მერე რა მოლაპარაკება უნდა გამართო?! ეს ხომ წარმოუდგენელია. თუ ამ რეალობას ობიექტურად არ შევაფასებთ, რასაკვირველია, ეს ბოროტება ისევ დაბრუნდება. ოპოზიცია ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იღებს იმას რაც უნდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება ოპოზიციის რესურსს, როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ბოლო ნაბიჯმა, ორი ბოროტმოქმედის შეწყალებამ აჩვენა, რომ ოპოზიციას აქვს რესურსი. მისი თქმით, როგორც კი, დიპლომატებთან ლაპარაკი დაიწყეს პოლიტპატიმრებზე, უკვე გასაგები იყო, რომ ხელისუფლებამ იმ წუთასვე წააგო პროცესი და საბოლოოდ მოხდა ის, რაც მოხდა.

„ნახეთ რა მოხდა? 20 ივნისიდან დღემდე პოლიტიკური პროცესი მიჰყავს ოპოზიციას. რაც უნდოდათ ყველაფერი მიიღეს და რესურსი როგორ არა აქვთ?! რასაკვირველია ისინი აქციებს ვერ მოაწყობენ, მაგრამ ხმაურს შექმნიან მედიაში, საზღვარგარეთ, თითქოს ზოგს ჰგონია, რომ მართლები არიან, ზოგს ჰგონია, ძლიერები არიან. ეს არის მათი რესურსი.

ობიექტური სინამდვილე მთავარი არ არის, მთავარია, რა სურათს შექმნიან, რა ხმაურს ატეხავენ, რითი დაგვზაფრავენ, რითი მოახდენენ ჩვენს შანტაჟს, ტერორს. რურუა, რომ ტიპიური ტერორისტია ყველამ ვიცით. ბოროტების საძმოს კლასიკური მაგალითია. მთელი მისი პოლიტიკური ბიოგრაფია არის ტერორისტის ბიოგრაფია. რეალობა იმდენად არის შეტრიალებული, რომ მას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და თუ არ გაანთავისუფლებენ, გვემუქრებიან და მიიღებენ ამას.

20 ივნისიდან დღემდე ხელისუფლებამ საკადირის პასუხი ვერ გასცა დამნაშავეებს. ძალიან დიდი შიში მაქვს, მდგომარეობა არის რთული, არ ვიცი რითი დამთავრდება და რა იქნება. არ მინდა ეს მოხდეს, მაგრამ საფრთხე არსებობს, რადგან ყველაფერი გაუვიდათ, აბსოლუტურად ყველაფერი მიიღეს რაც უნდოდათ. ჩვენ, ქართველმა ხალხმა რა მივიღეთ? - არაფერი. ძალიან ცუდი პროცესია და ეს უნდა გაჩერდეს. უნდა გაირკვეს, რომ საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ოპოზიციის მთელი იარაღი არის საზოგადოების შანტაჟი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციას ბოლო 7 წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე სიტუაცაია აქვს. ფაქტობრივად, არანაირი რესურსი არ აქვთ, მთელი მათი რესურსი განულდა. შესაბამისად, შათირიშვილის განცხადებით, ერთადერთი რაც შეუძლიათ - არის რაღაცის გაფუჭება.

„მავნებლები არიან. სხვა რესურსი არ აქვთ. მათ იციან, რომ შეუძლებელია რაიმენაირი წარმატება, აქიდან გამომდინარე, მათი მიზანია პროცესის ჩაშლა. ამ გზით ქაოსი შეუძლებელია, მაგრამ პროცესის ჩაშლა და დესტურქცია შესალებელია. ეს არის აბსოლუტური ჩიხი, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს. ოპოზიციის სურვილია, კიდევ ერთი გავრილოვის ღამის მოწყობა, თუმცა ამის რესურსიც აღარ აქვთ. მაშინ რაღაცა გარკვეული კონსპირაცია იყო, რამას შესაძლებელი გახადა გავრილოვის ღამე. ოპოზიციის გაფანტული სკლეროზი დაიწყო გავრილოვის ღამიდან, იქიდან დაიწყო მათი დამბლადაცემა“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ზაზა შათირიშვილი.

 

trampi რა  თქმა  უნდა  ნაცები  არჩევნებში  ვერანაირად    ვერ  გაიმარჯვებენ,  ეს  გასაგებია  და ეს თვითონ  ნაცებმაც  კარგად  იციან, მაგრამ  არჩევნების  მერე  ნაცებისაგან  გამძღარი  მფარველების  დახმარებით , ეს  ნაცები  და  მათი  დამქაშები  აუცილებლად  აუცილებლად   (100%)  დიდი  აურზაუს  ატეხენ----  იტყვიან  არჩევენები  გაააყალბეს,  თორემ  სინამდვილეში  ჩვენ  გავიმარჯვეთო  ...იქიდან  მათი  ფარველები  ატეხენ ერთ  უსაშველო   გნიასსს  და  წავიდაააა ..................... ისევ  დაიწყება  20   ივნისის  ამბები......  იტყვიან   არჩევნებში  სინამდვილეში  ჩვენ  გავიმარჯვეთ,  მაგრამ   რადგან  არ  გვაძლევენ  ხელისუფლებაში  მოსვლის    საშუალებას   უფლება  გვააქვს  ეს  მთავრობა  ,,დემოკრატიული  რევოლუციით,,  შევცვალოთ--გადავაგდოთო..და ........ დაიწყებენ  ყირაზე  სიარულს...თუ  ვინმე  ნაძირალა  და  მე-სკამეა  ყველა  მაგათ  მიეტმასნება...დაიწყება  ქაოსი  და  არეულობა.....  მოკლედ  აჩევნების  მერე    ნაც  კლასტერი  ძალიან  დიდ  ქაოსს ამზადებს,  დიდი  ქაოსს.....

.მათი  და  მათი  მფარველების   ამოცანა  მხოლოდ  ერთადერთია--რადაც  არ უნდა  დაუჯდეთ  ნაცები  აუცილებლად  ხელისუფლებაში  უნდა  დაბრუნდნენ..   ...მორჩა  და  გათავდა ..სხვა  ვარიანტი  ნაცებისთვის    და  მათი  მფარველებისთვის   უბრალოდ  მიუღებელია ....  ქართველ  ხალხს  კი  ეს    უნდა  თუ  არა,  ეგ    მაგათ  სულაც   არ  აინტერესებთ--  სუ  ფეხებზე  ჰკიდიათ  მაგათ  ქვეყანაც  და  ქართველი   ხალხიც.......მათთვის  მთავარია  ხელისუფლებაში  დაბრუნება.!!!!..

.სწორედ  ამას  ემსახურება  ეს ე.წ.  პოლიტპატიმრების  ძახილი  და  მათზე  აჟოიტაჟის   შექმნა...თან  უკვე  თავიაანთ  გამარჯვებაში  ,,წინასწარ დარწმუნებული,,  სახეებით  ტელევიზიებში  მარიაჟობა.....პლიუს   პარალელურად, მათგან  გამძღარი  უცხოელი  მფარველების  კომენტარები....მოკლედ  ამ  ყველაფრით  ეგენი  უბრალოდ წინასწარ  ფონს  ქმნიან  ფონს,  თავიაანთი  მომავალი  სცენარის(რევოლუციის) განსახორციელებლად.....

ხუმრობა  ხომ  არააა  8  წელი  გავიდა .....ამ  ვამპირებს   ძალიან მოენატრათ   ქართველი  ხალხის  სისხლი,(დაჟე   უკვე   სუ  კბილები  უკაწკაწებთ)  ციხეებში  პატიმრების   ხოცვა-წამება,  ქუჩაში ხალხის  ჩაცხრილვა,  ზღვებში  ქვებ  მობმული  ხალხის  გადაყრა,  სხვებისთვის  ქონების  ახევა  და  კიდევ   სხვა  ბევრი  ,,წვრილწვრილი   სიამოვნებები,,  

მოკლედ  ნაცების  და  მათი  გამძღარი  მფარველების  ამოცანა  მხოლოდ  ერთად  ერთია----  ნაცების  აუცილებლად  ხელისუფლებაში   დაბრუნება!!! ...რა  არჩევნები,  რის  არჩევნები     .

ამ  დებილ  მთავრობას  კიდევ  (თავის  დირექტორიანად)  არც  ტვინი  აქვს  და  არც  განათლება...(ინგლისურის  ცოდნა  განათლებას  არ  ნიშნავს) ამ  ყველაფრის  თავიდან  ასაცილებლად...... ...მისდევენ  დინებას  და  თან  ქვეყანასაც  ზედ  იყოლებენ.......  

კი  მაგრამ......საქართველო  მართლა  აღარავის  აღარ  უყვარს-აინტერესეებს??  .საქართველოზე  მართლა  გულით  შეყვარებული  ხალხი  გაქრა---დაილიაა??......როგორ  ყველას  მხოლოდ  სკამი  და  პირადი  კეთილდღეობა  უნდაა?/ 

საქართველო???? 
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე ძალიან მიყვარდა საქართველო სანამ კოლექტიურმა დასავლეთმა თავს არ მოგვახვია ეს პოლიტიკური უმსგავსობა! ახლა რომაა ეს საქართველოა?!
3 წლის უკან
tundac დიღმის სახლი
კაბელი
გამოსართავია
მერე წავა
3 წლის უკან
trampi ანა ფოტიგა - გიორგი რურუას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბ ბრალდებებს ჰგავს და ისინი უნდა მოiხსნას


ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი - უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება პოზიტიური ნაბიჯი იყო - მოვუწოდებ ყველა პარტიას, განაგრძონ კონსტრუქციული კონსულტაციები


ანდრიუს კუბილიუსი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ გარემოში და გამჭვირვალედ ჩატარდეს
ანუ ჩემებურად ეს ასე მოითარგმნება...არჩევნები ისე უნდა ჩაატაროთ რომ გინდათ თუ არა ნაცებმა გაიმარჯვონო....

მარკეტა გრეგოროვა - მოვუწოდებ საქართველოს, დაიწყოს გამოძიება პროტესტის გამომხატველებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ სამართლადამცველების მხრიდან ძალადობის მიმართულებით
-----------------------------------------------------------------------




ცოტაცა ცოტაცა და................ ესენი ამათ საცაა უკვე პირდაპირ ეტყვიან... წადით ეხლა თქვენ სახლში, ხელისუფლებაში ნაცები უნდა მოვიყვანოთ, ქართველი ხალხის აზრი სულ ფეხზე გვკიდიაო.....
აი ესა მაგათი ,,დემოკრატიული მოწოდებები,, არსიც, აზრიც, სურვილიც და მიზანიც....
ნათქვამია ქურდს რომ კარგად მოუსმინო დღეში სამჯერ გამოტყდებაო........ზუსტად ესეა მიშას ევროპელი ,,მეგობრების,, საქმეც
აი ..... ვინც კი ამ ე.წ. პოლიტპატიმრებზე აჩხავლდა, უგულავას იმ 50 მილიონიდან ყველას წილი აქვს აღებული.....
ამ დემოკრატიული აჩხავლება--დაჩხავლებით ფაქტიურად მაგათ ეხლა საგამომძიებო ორგანოებს აღიარებითი ჩვენება მისცეს, ანუ ---- ის ფული სულ უგულავას არ შეუჭამია, ,,ცოტა,, ჩვენც მოგვცაო...
არადა 50 მილიონით მე მთელ სახალხო პარტიას ვიყიდდი
3 წლის უკან