"ჩემო ნაპრეზიდენტალო", რაც დაგვტოვე, სულ უფრო მეტად გასულელებულხარ..."

"პუტინ ხუილო ლა-ლა-ლა-ლააა"... ნაპრეზიდენტალმა ღიპუცამ, მუცელი შეისრუტა, ტერფი დაბრიცა და კიევიდან შინაგანი განწყობის ამსახველი ფოტო გვტყორცნა. მე-20 საუკუნის "ლადასთან" "ჩემს ნაპრეზიდენტალს" "დედამისის ჟიგული" აშორებს, ანალოგიური წარწერით, ოღონდ სახელმონაცვლეობით: "მიშა ხუილო ლა-ლა-ლააა!" ეჰ, "ჩემო ნაპრეზიდენტალო", რაც დაგვტოვე, სულ ამოვარდნილხარ ფორმიდან, გაფიჟვინებულხარ, უფრო მეტად გასულელებულხარ და "გაბომჟებულ"-"გადიშოვკებულხარ"... ნაპრეზიდენტალ კაცს რატომ უნდა მოუნდეს  "პუტინ ხუილოს" ფონზე ფოტოს გადაღება? სააკაშვილის ქვეცნობიერი გვეკითხება, აბა, გამოიცანით, ვინ უფრო დიდი "ხუილოა" - პუტინი თუ მიშა? პრინციპში, ორივე ერთი "ხუილოა" თავისი აკომპანიმენტებით, მაგრამ ვინ, ვის გაუშვებს მაჟორში აღებული ნოტების თანხლებით, პირდაპირი და პოლიტიკური მნიშვნელობით, სააკაშვილის გასართობ "ხუილოზე", ამას დრო გვიჩვენებს, პუტინი დაჰკიდებს გენიტალიებით მიშიკოს ხეზე, რასაც დაჰპირდა, თუ მიხეილი დაუსტვენს პუტინს, "პუტინ ხუილო ლა-ლა-ლააა"...

ქვეყანაში პოლიტიკოსების რეაქტიულმა ფსიქოზმა დასაშვებ სიჩქარეს გადააჭარბა. ნეტა როგორ აასრულებენ უტვინო თავები ჩვენს ქართულ ოცნებას? აქაც პასუხი მარტივია: "ნაცი" ეკითხება ქოცს: სად არის თქვენი აშენებული 100 ქარხანა? "ქოცი": თქვენი აშენებული 100 საავადმყოფოს გვერდით! ისა და, ეგ ბანერი მიშას აშენებული პარლამენტისთვის რომ მიგვეკრა და დაგვეწერა, "პარლამენტ ხუილო ლა-ლა-ლააა", გულს მაინც ხომ მოგვფხანდა?!

ბატონებო, თქვენ თუ აფრენთ, ჩვენც გავაფრენთ, ბოლო-ბოლო გაფრენაზეც ექსკლუზივი ხომ არ გაქვთ?! ექსკლუზივზე გამახსენდა, გივი თარგამაძე ფრაზების პლაგიატია, მან ლევან ბერძენიშვილს ექსკლუზივი მოჰპარა, ბერძენიშვილი 2009 წელს ამბობდა: "ტყუილების მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, სააკაშვილი პირველ ადგილს არავის დაუთმობდაო". 2014 წლის 11 ივნისს, "ნაციონალების" სახე, გივი თარგამაძე აცხადებს: "ბოზობის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა ვინმე გიორგი კაპანაძემ, იგივე "რიჟამ", რომელმაც სხვებზე იმით იმარჯვა, რომ საუკეთესო მეგობრის მიმართ არა მხოლოდ სიტყვიერად იბოზა, თვეების მანძილზე ოპერატიული კამერითაც გადაუღო და ბოლოს, სულაც ტელეკომპანია "იმედზე", თეა სიჭინავას გადაცემა "ბოზების დრო"-ში გააგრძელა ეს ქმედება!"

ვაა, შენ ხარ გივი?! "ბოზობაზედ" გიცან"! ხედავთ, ხალხნო, რა დღეშია "ჭეშმარიტი ოპოზიცია"?! გივის ბოზობის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული "რიჟამ" "აახია", ამ ქვეყანაში ბოზობაც დასწრებაზეა! გივი თარგამაძეს მისი "გმირობები" რომ შევახსენოთ "ალიას" ფურცლები ამას ვერ დაიტევს, ტომები დაიწერება, განა ის ფაქტი რად ღირს, რომ გივი თარგამაძემ და მისმა კრიმინალად ქცეულმა ხელისუფლების დაჯგუფებამ ქვეყანა გააბახა, მთელი ქვეყანა გამოაბექაურეს და "ჟუჩოკები" "ნაცების" განუყოფელი ატრიბუტი გახდა, ფარული ჩანაწერები, მიყურადება, "ჩაშვება"... აი, რაზე იდგა მათი საქართველო, ნომრიანი შპიონები, დღეს რომ მოგიბრუნდებიან და "ბლატაობას" დაგიწყებენ, "კაი ბიჭობას" გადაწყვეტენ და მორალს წაგიკითხავენ, როგორ უნდა იყო მშვიდად? ამიტომაც ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა, ვიდრე ყველას და ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, მუდმივად ვიქნებით ანარქიაში, ვიცხოვრებთ სიცრუეში და გავა ეს წუთისოფელი უფასო ცირკის სანახაობით.

გივი თარგამაძე იმ ცხრა წელს იხსენებს, როცა მთელი საქართველო გაბახებული ჰყავდათ: "მახსოვს, მთელი იმ "დაწყევლილი ცხრა წლის" განმავლობაში "ნაღდი ბიჭები" და "ვიშე-კრიში" გოგოები გოდებდნენ, რას შვრებიან, მთელი ქვეყანა გააბოზესო. მაგრამ, ჰოი საოცრებავ! როგორც კი ამ სოციუმმა "თავისუფლად სუნთქვა" დაიწყო, ბოზობა მათ საუკეთესო გართობად და საამაყო საქმიანობად იქცა. მას პომპეზური სახელიც დაარქვეს: "სამართლიანობის აღდგენა"! გივი, ალბათ, ძალიან ნანობს, რომ ქართველ ხალხს სული ვერ ამოხადა, ნანობს, რომ შეკვეთილი მკვლელობები სისრულეში ვერ მოიყვანა, არადა ჩვენ გვახსოვს ბელორუსში განხორციელებული ზარები და შეკვეთილი მკვლელობები. გივი დღეს დეპრესიაშია, რომ ბოლომდე არ ჩაგვაძაღლა, გივი დაიკარგა დროსა და სივრცეში, მას, უბრალოდ, ყველა ნეგატიური ეპითეტი წაერთვა, იმიტომ რომ ლექსიკონში მისი ქმედებების ეპითეტი არ მოიპოვება. გივი თარგამაძე მრავლისმეტყველი ფრაზით ასრულებს "ფეისბუკზე" გამოქვეყნებულ თავის სტატუსს: "დღეს "რიჟას" მხურვალედ მიესალმებიან! დღეს "რიჟას" დღეა! მაგრამ "რიჟამაც" იცის, ჰაკიმი ჩაივლის მალე". მერე რა იქნება, გივი? სულის ამოხდის ნანატრი დრო, ამ ქვეყანაში აღარასოდეს დაგდება, ახლა თქვენი პოლიტიკურად სულის ამოხდის დროა, ჰაკიმ ფაშა პრეზიდენტად გყავდათ, მარტო ქართველ ხალხს კი არა, მის თანაგუნდელებსაც აფურთხებდა და თქვენ გიხაროდათ, რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო, თქვენმა ჰაკიმმა ჩაიარა და ახლა თქვენი ბოზობის მოკითხვის დრო იქნება!"

ახლა კი მათ შევახსენებ ისტორიას, ვინც არ იცის, რა მოხდა 10 ივნისს, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში". ბიზნესმენმა გიორგი კაპანაძემ, მეტსახელად "რიჟამ" განაცხადა, რომ 2010 წელს ვანო მერაბიშვილის დავალებით დაბა გუდაურში აქტივები 10 მლნ ევროდ შეაძენინეს, ერთი წლის შემდეგ კი ერთ დოლარად დააბრუნებინეს სახელმწიფოსთვის. კაპანაძის ტექსტიდან ირკვევა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ სხვა გზა არ დაუტოვა, რადგან მათი მეშვეობით ციხეშიც აღმოჩნდა, ამიტომაც დასთანხმდნენ მიწის დათმობაზე, "რიჟას" იგივე კაპანაძის ინფორმაციით, ეს იყო პირადად დორბლიანი სააკაშვილის დავალება. ის დამნაშავეა! 200 000 დოლარის ჯარიმის ჩამოწერის სანაცვლოდ კი 50 000 ლარი გიორგი ღონიაშვილის (გიგი უგულავას ქვისლი. - ნ.ს.) ხელით თბილისის მერს გიგი უგულავას გადაუხადა.

კაპანაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა, ასევე, სააკაშვილის ბიძაზე: "შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ე.წ. ლობის ძიება დავიწყეთ, ვიპოვეთ ლობი, ეს იყო თემურ ალასანია, რომელმაც მფარველობის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი მოითხოვა, ეს თანხა ქეშად ან ანგარიშზე უნდა მიეღო. ამის შემდეგ, ალასანიამ ზესტაფონის ფეროს აქციების 25 პროცენტის გადაცემა მოგვთხოვა. ამ საუბრის შემდეგ მე და ბატონი თემურ ალასანია გამოვედით რესტორნიდან, მოცვივდნენ ნიღბიანი პირები, ჩაატარეს რაღაც პროცედურები და აღმოჩნდა, რომ თურმე მე ამ შეხვედრაზე ნარკოტიკები მქონდა მიტანილი".

მოკლედ, "რიჟამ" შურისძიება გადაწყვიტა. ნათქვამია, გველის ნაკბენს გველის შხამივე შველისო და იმავე მეთოდებით დაუწყო ბრძოლა "კოლექტიურ დორბლიანებს". ის ახლო კონტაქტში შევიდა უგულავას ქვისლთან ღონიაშვილთან და მას ფარულად იწერდა, მეგასკანდალი კი ამ ისტორიაში ის გახლავთ, რომ გიგი უგულავამ არჩევნებისთვის ფულის გათეთრების მიზნით "რიჟასთან" გიორგი ღონიაშვილი მიაგზავნა: "გიგი უგულავას ქვისლი გიორგი ღონიაშვილი, უგულავას თხოვნით მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მათ დავხმარებოდი საარჩევნოდ თანხების გათეთრებაში. გამოძიება ფლობს საკმარის მასალებს, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მეთაურიც არის სააკაშვილი, მისი უახლოესი თანამებრძოლი გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი იქნენ მხილებულნი. მოკლედ, მათ სჭირდებოდათ უცხოეთიდან არჩევნებისთვის თანხების გადმოქაჩვა და ამისთვის საჭირო იყო გარკვეული კომპანია. მე ღონიაშვილს დავთანხმდი და წარმატებით შევასრულეთ ეს ღონისძიებები. ეს გავაკეთე იმიტომ, რომ საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებები დამენახვებინა, თუ ვინ არიან ისინი რეალურად!"

აი, ბატონებო, ფაქტი, მოწმე და მტკიცებულება, რომელიც უკვე სამართალდამცავების ხელშია, საინტერესოა, განა რამდენი მასალა, რამდენი მოწმე უნდა ალაპარაკდეს, რომ "ნაციონალებმა" ხმა ჩაიგდონ და ამ ქვეყანაში სამართალი აღდგეს? ისე, ჩემო ბატონებო, გიგი უგულავას ცოლისდასაც კარგი გინება სცოდნია, გიგი უგულავას ცოლისდა, გიორგი ღონიაშვილის მეუღლე მაკა კილაძე "ფეისბუკის" პირად გვერდზე ღონიაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის განცხადებებს ასე პასუხობს: "სატანაა ეს დედა მოტ...ლი. მოიკითხეთ ან ის "ფერო" საიდან აქვს, ვის გამოგლიჯა "მხედრიონის" დახმარებით. ჩემი ქმარი კი გადაიტანს ამ ციხესაც და კაცი გამოვა ისევ და ეს ყ...ე არაკაცი მუდამ ბოღმა, დედა მოტ...ლი, აფერისტი გადამგდები და ურჯულო დარჩება. არ ყოფილა მეგობარი, თურმე, ეს იუდა... ეგ ჩირქი მილიონებით არ ირეცხება. რა ფული და ან რა სოციალური სტატუსი წონის ამ სიმდაბლეს. როგორ უნდა გაიძულონ ხუთწლიან მეგობრობას ხაზი გადაუსვა და ციხისთვის გაიმეტო შენი მეგობარი, გარეთ დაუტოვო სამი შვილი და აქედან ორი მცირეწლოვანი. რამ უნდა დაგაბრმაოს და გაგაბოროტოს ესე. ქრისტესაც ყავდა თორმეტ მეგობარში ერთი იუდა. რას იზამ, მაგისგან დაზღვეული ვერ ვიქნებით".

მაკა კილაძის აღშფოთებული "ნააზრევის" ერთი "ფრთიანი" ფრაზა, ზუსტი ეპითეტია იმ რეჟიმს, რაც "ნაციონალების" ჰაკიმ ფაშამ მოუწყო ქართველ ხალხს, და რა არის "ნაციონალურ მოძრაობა"? - "სატანაა, ეს დედა მოტ...ლი"...