საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მსოფლიო ბანკსა და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტ Log In Georgia-ს ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავუკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!“, - წერს გიორგი გახარია.