ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა კოვიდის ფონდში საერთაშორისო დონეზეც ძალიან დიდი მასშტაბის შემოწირულობად აღიქმება

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა კოვიდის ფონდში საერთაშორისო დონეზეც ძალიან დიდი მასშტაბის შემოწირულობად აღიქმება

„ბიძინა ივანიშვილის შემოწირულობა, რომელიც მან განახორციელა კოვიდის ფონდში უპრეცენდენტოა თავისი მოცულობით და ეს არის უპრეცენდენტო არა მხოლოდ ეროვნულ განზომილებაში, არამედ საერთაშორისო განზომილებაშიც“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ შემოწირულობას საერთაშორისო პრესამ არაერთი სტატია მიუძღვნა.

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი გამოირჩევა ქველმოქმედებით უკვე არაერთი წელია და მას სამ მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, მთლიანობაში, ქველმოქმედებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვკვირვებია მისი ეს შემოწირულობა, თუმცა, კიდევ ერთხელ, ხაზი უნდა გაესვას ამ შემოწირულობის ძალიან დიდ მასშტაბს და საერთაშორისო დონეზეც აღიქმება ეს, როგორც ძალიან დიდი მასშტაბის შემოწირულობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

„ყოფილი ქარხნის მუშა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია“ - სტატიას ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, სულ მოსახლეზე შეფარდებით ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში გადარიცხული 100 მილიონი ლარი ყველაზე მსხვილი დონაციაა პანდემიასთან ბრძოლაში.

ბიძინა ივანიშვილმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა 8 აპრილს გადარიცხა. რამდენიმე დღის წინ ამ ფაქტს სტატია კიდევ ერთმა ბრიტანულმა გამოცემამ Daily Express-მა მიუძღვნა.

Katana . რა ქნა ხატია დეკანოიძემ, დაამტკიცა რომ ბიძინამ საკუთარი კი არა, ვიღაც სხვისი ფული მოხსნა ოფშორში და ის შესწირა? :)))

(ამ ფაქტთან დამოკიდებულებაშიც ჩანს, როგორები არიან ნაცები: ზოგს ეცოტავა
100 000 000, ზოგმაც არ დაიჯერა, რომ ნამდვილად საკუთარი ფული გაიღო ქველმოქმედებისათვის!)
5 წლის უკან