ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი

ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ტესტირებას მიზნობრივად ატარებს და ეს სწორი მიდგომაა.

„მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი, აქედან გამომდინარე, ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, ვინაიდან მსგავსი მიდგომა აქვს ევროპის ნებისმიერ ქვეყანას და ეს ქვეყნები არიან - გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და მათი ჩამონათვალი არის საკმაოდ დიდი. გამომდინარე აქედან, ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება სტაბილურად ისეთი, როგორიც არის, თუმცა, იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ, ვთვლით, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივი და ჩვენი ეფექტურობაც ამით უფრო იზრდება“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

Aburjga Tasmanieli როდის იწყება 60 წელს გადაცილებულთა აცრა პნევმოკოკზე???!!!
5 წლის უკან