ლევან რატიანი: კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს

ლევან რატიანი: კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ცხრა პაციენტი დატოვებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს ცხრა გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცადა.

მისივე თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე სულ 106 პაციენტი იყოფებდა და კოვიდინფიცირებული მათგან 81-ია.

„კლინიკიდან ეწერება ცხრა გამოჯანმრთელებული. ასევე, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პირველადი ტესტი და ველოდებით პასუხებს“,- განაცხადა რატიანმა.

ამასთან, რატიანის თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში კვლავ რვა პაციენტი რჩება.

„დადებითი დინამიკაა იმ სიტუაციით, რომ უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ გვხვდება. რეანიმაციაში გვყავს რვა. აქედან გვყავს ერთი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ორი ხელოვნურ სუნთქვაზეა. მათი მდგომარეობა რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა. ზოგიერთ მათგანთან არის დადებითი დინამიკა, ეს იმით გამოვლინდება, რომ გამარტივებულია ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის მოხსნისთვის და იმედია, რომ ეს მალე განხორციელდება“,- განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, კლინიკას ერთი ახალი პაციენტი დაემატა, რომელიც კოვიდინფიცირების საეჭვო შემთხვევაა და სხვა ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტის პასუხს“,- განაცხადა რატიანმა.