The Telegraph: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე

The Telegraph: ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე

„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა უდიდესი მხარდაჭერა და თანაგრძნობა ქართველი თანამოქალაქეების მიმართ საერთო საფრთხის წინაშე“, - წერს გამოცემა The Telegraph სტატიაში სათაურით „ყოფილი ქარხნის მუშა დღეს მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„ბიძინა ივანიშვილი, თავისი ქველმოქმედებით, ათწლეულების განმავლობაში მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს, მის ინსტიტუტებს და, ასევე, უზარმაზარ დახმარებას უწევს საქართველოს კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას. COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, ამ მხრივ, გამონაკლისს არ წარმოადგენს“, - ციტირებს სტატიის ავტორი,  გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სიტყვებს, რომელიც მან The Telegraph-ს განუცხადა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი, 4 შვილის მამა, რომლის ერთ-ერთი შვილი - ბერა საქართველოში ცნობილი რეპერია, ქარხნის მუშის შვილია. მან ქონება რუსეთში პრივატიზაციის პერიოდში ბიზნესების შესყიდვის და შემდეგ დიდი მოგებით გაყიდვის შედეგად დააგროვა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

Aburjga Tasmanieli აი ასე მძლავრად რომ უყვარს თავისი სამშობლო ამიტომ არის ღვთისგან დალოცვილ-დაჯილდოებული!
5 წლის უკან