ირაკლი კობახიძის თქმით, ანტიკრიზისული გეგმა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა

ირაკლი კობახიძის თქმით, ანტიკრიზისული გეგმა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა

საქართველოს მთავრობის ანტიკრიზუსული გეგმა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შეიქმნა. ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო და მთლიანად ხელისუფლება მუდმივ კონტაქტში იყვნენ და არიან საერთაშორისო დონორებთან და პარტნიორებთან.

„თითოეული პუნქტი ამ გეგმაში - სოციალურ ნაწილში და ეკონომიკურ ნაწილში, არის გაწერილი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათი რეკომენდაციების საფუძველზე და ესეც გახდა, რა თქმა უნდა, დადებითი შეფასებების მიზეზი და საფუძველი იმისა, რომ ჩვენ სათანადო სახსრების მობილიზება მოვახდინეთ. მუშაობა, რა თქმა უნდა გრძელდება, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი დახმარება აღმოვუჩინოთ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე ქართულ ეკონომიკას“, - აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, სწორედ ასეთი აქტიური მუშაობის შედეგია მომავალ წელს ეკონომიკური ზრდის 4%-იანი პროგნოზი, რომელიც საქართველოსთვის გაკეთდა.

გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარადგინა.