საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს:
მეგობრებო, ერთ თემას მინდა შევეხო. გავითვალისწინოთ, ის მასწავლებლები, ტელესკოლაში გაკვეთილებს რომ წერენ, დიდი სტრესის ქვეშ არიან, ჯერ კამერის წინ უხერხულობა და მერე პირველივე ჩაწერით. სპორტსმენებს აქვთ სამი ცდის უფლება, აქ ამის საშუალება არ გვაქვს. ცხადია, შეგვეშლება რაღაც, დავიბნევით, სიტყვას გავიმეორებთ, კიდევ რაღაცა მოგვივა, მაგრამ მაქსიმალურს ვცდილობთ თითოეული. დღეს სამი გაკვეთილი ჩავწერე, პირველი არ ვარგოდა, არ გამომივიდა, მოხდა ასე, ვთხოვე ციციშვილს, მაგრამ არ იყო მეორედ ჩაწერის საშუალება. იმ ორ გაკვეთილზეც არ ვგიჟდები, მაგრამ ხდება. კრიტიკას რა სჯობს, მაგრამ ადამიანებს ხალისს თუ დავაკარგინებთ, ამით ხარისხი არ მოიმატებს.