ყოფილი პარლამენტარი გია ცუცხვაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
მე, მოგეხსენებათ, ხან ინჟინერი ვიყავი, ხან იურისტი და ხან კიდევ ვიღაც სხვა. ყოველ შემთხვევაში ვირუსოლოგიასთან, ეპიდემიოლოგიასთან და სხვა სამედიცინო რამეებთან ოდნავი პროფესიული შეხებაც კი არ მქონია არასდროს.
მიუხედავად ამისა, რაკი ბოლო დროს სწორედ აღნიშნული გახდა ჩვენი ყოველდღიურობის თავი და ბოლო, ჩავუჯექი ამეებსაც ჩემთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით - ძირითადად, სხვადასხვა კალიბრის უცხოელი მეცნიერებისა და სპეციალისტების ინტერნეტით გავრცელებული პოპულარული სტატიებითა და აქაურების სატელევიზიო გამოსვლებით.
გავაანალიზე რა სხვადასხვა კვალიფიციური კვლევების შედეგები, დასკვნები და მოსაზრებები, მე, როგორც დილენტანტმა, გამოვიტანე გარკვეული დასკვნები და შევიმუშავე ასეთივე რეკომენდაციები, რომლებიც, ჩემი აზრით, სასარგებლო იქნება სხვა ჩემნაირი დილეტანტებისათვის - შეიძლება, დიდად არაფერში გამოადგეთ, მაგრამ დრო აღარ დაეხარჯებათ ანალოგიურ კვლევა-ძიებაზე.
მაშ ასე:
- კორონავირუსი არ არის ცოცხალი ორგანიზმი, იგი მხოლოდ მარტივი მოლეკულური სტრუქტურაა, თუმცა კორონავირუსი ცოცხალი ორგანიზმია.
- კორონავირუსი აქტიურია სიცივეში, ხოლო სიცხეში კვდება (თუ რაღაცა ამნაირი ემართება), თუმცა იგი აქტიურია სიცხეშიც.
- კორონავირუსი ყველაზე დიდხანს ძლებს სპილენძის ზედაპირზე, ხოლო ყველაზე ცოტა ხანს - სპილენძის ზედაპირზე.
- კორონავირუსისაგან თავის დასაცავად აუცილებელია, ყველას და ყველგან გვეკეთოს პირბადე, მაგრამ თუ ავად არ ვართ ან ქუჩაში დავდივართ, პირბადე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვეკეთოს.
- კორონავირუსისაგან თავის დასაცავად კარგია რეზინის ხელთათმანები, თუმცა რეზინის ხელთათმანები ცუდია, რდგანაც ისინი ამ ვირუსით დაინფიცირების წყაროა.
- ხელთათმანების გაკეთებას ჯობია, ხშირად დავიბანოთ ხელები საპნით, თუმცა ჯობია, გავიკეთოთ ხელთათმანები.
- კორონავირუსით დაავადების სიმპტომებია სხეულის დაბალი ან მაღალი ტემპერატურა, ხველება, ცემინება, სურდო, თავის, სახსრების, კუნთების ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ფაღარათი, გამონაყარი კანზე და, საერთოდ, ნებისმიერი მდგომარეობა, როდესაც რაღაცა გაწუხებთ, აგრეთვე - ნებისმიერი მდგომარეობა, როდესაც არაფერი არ გაწუხებთ.
- კორონავირუსით არ ავადდებიან ბავშვები, თუმცა კორონავირუსით ბავშვებიც ავადდებიან.
- ანტიბიოტიკები ხოცავს ბაქტერიებს, ხოლო ვირუსებს - არა. რადგანაც კორონა ვირუსია და არა ბაქტერია, ანტიბიოტიკები მას არ კლავს, თუმცა გარკვეული ანტიბიოტიკები კორონავირუსს კლავს.
- კორონავირუსით დაავადებულს პლაქველინი შველის, თუმცა პლაქველინი კორონავირუსით დაავადებულს არ შველის.
- კორონავირუსისაგან გამოჯანმრთელებული იძენს იმუნიტეტს, თუმცა გამოჯანმრთელებული იმუნიტეტს არ იძენს.
- კორონავირუსი შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს, თუ ეს ადამიანები ავტომობილში ერთმანეთის გვერდით სხედან წინა სავარძლებზე. თუ უკანა სავარძლებზე სხედან, კორონავირუსი არ გადაეცემა.
- ზუსტადაა დადგენილი, რომ კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის მხოლოდ წვეთოვანი გზით და არაუმეტეს 2 მეტრის რადიუსში, თუ ერთი ან მეორე არაა დაცული პირბადით. მაგრამ ეშმაკმა იცის, მართლა მასეა თუ არა, ამიტომ დაეგდე სახლში!
- როცა სახლში აგდიხარ, იყავი კარგ ხასიათზე, ბევრი სვი და ბევრი ჭამე!
- რა სვა და ჭამო? ხოო...