შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეთ

შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეთ

28 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 156-ია. რამდენადაა შესაძლებელი ადამიანი, რომელმაც უკვე გადაიტანა კორონავირუსი, ხელმეორედ დაინფიცირდეს ?

ამ საკითხზე თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა:

„ნაკლებად არის მოსალოდნელი ის, რომ ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, კვლავ გაუმეორდეს, ანუ მოხდეს მისი რეინფიცირება",- უთხრა „პრაიმტაიმს" მარინა ენდელაძემ.

ინფექციონისტის, მაია კანაშვილის თქმით, დაკვირვების შედეგების მიხედვით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„რეინფიირებასთან დაკავშირებით მსოფლიოში განსხვავებული მოსაზრებებია.

თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია რა ხდება საქართველოში. იმიტომ, რომ ჩვენს პოპულაციას რაღაც თავისებურებები აქვს.

ჩვენთან ამ საკითხზე ძალიან დეტალური დაკვირვება მიდის. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამას დაკვირვების შედეგები გვიჩვენებს.

გვყავდნენ პაციენტები, რომლებმაც ვირუსი გადაიტანეს, შემდეგ მათ კვლავ ჰქონდათ საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი ინფიცირებულ პაციენტებთან, მაგრამ არ მომხდარა მათი ხელახლა დაინფიცირება.

ჩვენ გვყავდა ამერიკიდან საქართველოში ჩამოსული ქართველი ოჯახი. როდესაც ოჯახის ნაწილმა ვირუსი გადაიტანა, მოგვიანებით ოჯახის უმცროს წევრს აღმოაჩნდა.

სტაციონარში მას ოჯახის წევრი უვლიდა, რომელსაც უკვე გადატანილი ჰქონდა ვირუსი. მასზე მუდმივად დაკვირვება ხდება, რეინფიცირება არ მომხდარა",- მაია კანაშვილი.