ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ეპიდემიაში – რა კვლევაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ეპიდემიაში – რა კვლევაზე საუბრობს თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ მედიკამენტ პლაქვენილთან დაკავშირებით თანდათან დადებითი კვლევები იდება.

მან მაგალითისთვის შვეიცარიაში, რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა მოიყვანა.

კვლევის მიხედვით, პლაქვენილი შესაძლოა, მომავალში პროფილაქტიკისთვის გამოიყენონ.

„კვლევაში იქმნება საკონტროლო ჯგუფი და ასევე ჯგუფი, რომელიც პლაქვენილს მიიღებს. პლაქვენილს მისცემენ იმ პირებს, რომლებიც კონტაქტში იყვნენ ინფიცირებულებთან და დააკვირდებიან დაიცავს თუ არა მედიკამენტი მათ დაინფიცირებისგან.

თუ კვლევამ დადებითი შედეგი მოიტანა, ეს იქნება უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯი ეპიდემიაში და შეიძლება მეტწილად განაპირობოს ეპიდემიის მასშტაბების შემცირება",- აღნიშნა ცერცვაძემ.