ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში პიკი არ გვქონია

ჯანდაცვის მინისტრი: საქართველოში პიკი არ გვქონია

ჯადნაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი არ ყოფილა.

"ჩვენ მოვახერხეთ, რომ გვაქვს ის პლატო, რომელიც დღეს გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაიზრდება. ვართ მოლოდინში, რომ შესაძლოა დადგეს პიკური მაჩვენებელი, თუმცა ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ სწორად ვმართოთ ყველა პაციენტი სტაციონარში და ის მობილიზაცია, რომელიც გვაქვს საკარანტინო ზონებში, რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპისთვის არ გამოიყენება",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.