ლევან შენგელია: ფეისბუქზე (და საერთოდ მედიაში) გამოქვეყნებული ტექსტები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად

ლევან შენგელია: ფეისბუქზე (და საერთოდ მედიაში) გამოქვეყნებული ტექსტები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:

ყველა, ვისაც მიმდინარე პანდემიის შესახებ ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და ზღვა ინფორმაციიდან ინტეგრალური აზრის გამოტანისთვის საჭირო უნარ–ჩვევა და ცოდნა აქვს, ალბათ დამეთანხმება, რომ ფეისბუქზე (და საერთოდ მედიაში) გამოქვეყნებული ტექსტები შეიძლება დაიყოს სამ ტიპად.

  1. ყველაზე დამაზიანებელია პროპაგანდა, რომ თურმე არანაირი საშიშროება რეალურად არ არსებობს! ასეთი ტექსტები მერყეობს გონივრულთან ახლო შინაარსიდან (რომ ვირუსი კი არსებობს, მაგრამ რაღაც გლობალური ძალები ხელოვნურად ამახინჯებენ სურათს პოლიტიკური თუ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე) სრულიად შიზოფრენიულ ბოდვამდე (რომ ვირუსი ა) საერთოდ არ არსებობს, ან ბ) ვირუსი ხელოვნურად გაავრცელეს კაცობრიობის მტრებმა ადამიანის სრული დამონების მიზნით და სხვა ამგვარი). ასეთი პროპაგანდის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ადამიანები მთლიანად უგულვებელყოფენ ქცევის დადგენილ წესებს. არღვევენ სოციალურ დისტანციას, პირადი ჰიგიენის ნორმებს და ა.შ. ეს არის ეპიდემიური აფეთქების პირდაპირი რისკი რაც შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს.
  2. შემდეგი ტიპის ტექსტებია ისეთი, რომლებიც პირიქით – გადაჭარბებულ პესიმიზმს ნერგავენ ამტკიცებენ რა, რომ თითქოს ასეთი საშინელი პანდემია არასდროს ყოფილა და რომ თითქოს ვერანაირი წამლის და ვაქცინის შექმნას ვერ შევძლებთ და ეს თითქოს არის კაცობრიობის აღსასრული. ასეთი ტექსტებიც მრავალფეროვანია – ზოგი აქცენტს აკეთებს მეცნიერების სრულ უძლურებაზე ამ გამოწვევის მიმართ, ზოგი კი ნერგავს სხვადასხვა ტიპის ცრურელიგიურ ისტერიას საშინელი დასასრულის დადგომის შესახებ. ასეთი ტექსტები საშიშია იმ თვალსაზრისით, რომ იწვევს ნევულ გადაძაბვას და გარკვეულ შემთხვევებში ნევროზებს და ფსიქიკურ აშლილობებსაც კი.
  3. მესამე ტიპის ტექსტები არის პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული ტექსტები, რომლებიც ემსახურება არსებული პრობლემის რაციონალურ ფარგლებში აღწერას, ადამიანების სწორ ინფორმირებას ისე, რომ ადამიანებმა, ერთი მხრივ, არ დაკარგონ ოპტიმიზმი და მეორე მხრივ არ დაკარგონ სიფხიზლე, არ მოეშვან, აუცილებლად დაიცვან წესები! ასეთი ტექსტების პოზიტიური ეფექტი ისაა, რომ ადამიანები არც სასოწარკვეთილებაში ვარდებიან მაგრამ არც დანაშაულებრივი უდარდელობით ეპყრობიან ეპიდემიის პრობლემას. ანუ ადეკვატური ქცევებით და პრობლემისადმი გონივრული პოზიციით გამოირჩევიან.

––

პირველი ორი ტიპის ტექსტებს ვერავინ აკრძალავს, მაგრამ ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება თუ მათ ნაკლებად წავიკითხავთ და დავუჯერებთ. მესამე ტიპის ტექსტები სრულიად საკმარისია და თუ ვერაფერი შეგვმატა არც დაგვაზიანებს!

––––

მხოლოდ ის ინფორმაციაა სანდო, რომელიც წესების დაცვისკენ მოგვიწოდებს და არც პესიმისტურად განგვაწყობს! ეს არის მისი ამოსაცნობი ნიშნები

amo პირველი ორი ტიპის ტექსტებთან ასოცირებულ სუბიექტებს გაუმარ . . . თლათ ჯერჯერობით
5 წლის უკან