უცხოური მედია:  სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

უცხოური მედია:  სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

,,ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები",-ამის შესახებ სტატიაში ,, სააკაშვილისკენ შეტრიალება უკრაინას არ წაადგება", რომელსაც ,,The National Interest" აქვეყნებს.

სტატიის თანახმად, სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები

,,თუ მიშამ ვერ გაამართლა რეგიონის გუბერნატორად, რატომ აბარებს მას პრეზიდენტი ეროვნული რეფორმების წარმართვას? ამის ორი მიზეზი იკვეთება - პირველი, რომ ზელენსკის რეიტინგი კლებულობს და სასოწარკვეთილია რაიმეთი დაიწეროს ქულები. ის ხალხს დაპირდა უკრაინას გავამდიდრებო, აღმოსავლეთ უკრაინაში ომს დავასრულებო და მექრთამეობას მოვსპობო. აქამდე სამით ნულს აგებს, არადა უკვე ერთი წელია ქვეყანას მართავს. უკრაინა ევროპის უღარიბეს სახელმწიფოდ რჩება, არადა ომი გრძელდება, რაც დანარჩენი მსოფლიოს ყურადღების მიღმა რჩება. ტრაბახა ადამიანები ფრონტის ხაზზე მუღწეულ წინსვლას მოიშველიებენ, მაგრამ ნოემბრის სამიტის შემდეგ დიდი არაფერი მიღწეულა და მეორე, უკრაინა დასავლეთს უნდა დაუტკბეს და საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაარწმუნოს, რომ მას კიდევ ერთი მრავალ-მილიარდიანი პროგრამა დაუმტკიცდეს. აქამდე საერთაშრისო სავალუტო ფონდს სურვილი არ გასჩენია ამგვარი ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერა, რადგან მართებულად აწუხებს ის ფაქტი, რომ ოლიგარქი იჰორ კოლომინსკი ცდილობს მის ყოფილ ფინანსურ დაწესებულებაზე - პრივატბანკზე - კონტროლი დაიბრუნოს. საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 8 მილიარდი დოლარის მისაღებად უკრაინამ უნდა მიიღოს კანონები მიწის საკუთრებისა და საბანკო სისტემის რეფორმის შესახებ. მიწის საკუთრების შესახებ რეფორმის საკანონმდებლო პაკეტი დიდი ძალისხმევით იქნა მიღებული, თუმცა კოლომინსკისთან მოკავშირეებმა პარლამენტი წალეკეს საბანკოს სისტემის რეფორმის უსარგებლო ცვლილებების პროექტებით. აქ ზელენსკიმ ვერ გათვალა კარგად. სააკაშვილის რეპუტაცია ვაშინგტონში შერეულია, ხოლო ბრიუსელსა და ბერლინში - უარყოფითი. შეიძლება კიევშიც არეულია აქვს საქმე. სააკაშვილის დანიშვნა შარია და პრეზიდენტის პარტიას მის გასაყვანად შეიძლება არც აღმოაჩნდეს საკმარისი ხმები",- ნათქვამია ,, The National Interest"-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

https://nationalinterest.org/feature/turning-saakashvili-will-not-help-ukraine-147766

dimpi "Georgiens Ex-Präsident Michail Saakaschwili soll die Ukraine vor der Pleite retten." - რასაც შეეწინააღმდეგება მთლიანად ევროპა, რადგან სწორედ ევროპის სტრატეგიის მკვლევარებმა დადეს დასკვნა რომ ისინი ვერ დაუშვებენ უკრაინის აღორძინებას, რადგან უკრაინას ისეთი მძლავრი სოფლის მეურნეობის პოტენციალი გააჩნია რომ შეძლებს თვით ევროპის დაძირვასო..
აქედან გამომდინარე უკრაინა ეყოლებათ თოკზე გამობმული ფინიასავით, აბუქსავებენ ერთ ადგილას, მოუგონებენ, შეუქმნიან ახალ-ახალ მტრებს და ა.შ>
5 წლის უკან
dimpi მაგის ბერკეტები მრავლად აქვს
5 წლის უკან
dimpi პ.ს. ბოდიში მომითხოვია, არაფერი არ გამქრალა, უბრალოდ თემა გადასულა არქივში
5 წლის უკან