ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მთავრობის მიერ თვითდასაქმებულებისთვის დაწესებული 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მთავრობის მიერ თვითდასაქმებულებისთვის დაწესებული 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი, მთავრობის მიერ ერთჯერადად დაწესებული 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარაკალაიამ განუცხადა, ტაქსის მძღლები აღნიშნული თანხის მიღებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების წარდგენის საფუძველზე მიიღებენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან ონლაინ პორტალი იქმნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ მათი განხილვა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობა მოხდება.

„ტაქსის მძღოლების შემთხვევაში ლიცენზიები და ნებართვები ჩაითვლება საბუთად… 300- ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები , რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.