„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი პატიმრობიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრსა და ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს პასუხობს.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა „აიპრესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, ეს საუბარი პრივატული იყო და არ ეგონა თუ გასაჯაროვდებოდა, თუმცა ეს მერაბიშვილის ნებაა. პოლიტიკოსისთვის გაუგებარია თავად მას რა ჰქონდა საპატიებელი მერაბიშვილისგან.
გთავაზობთ ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუს ამ მონაკვეთს. სრულ ინტერვიუს კი მოგვიანებით შემოგთავაზებთ:
- ვანო მერაბიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში თქვა, რომ დაგირეკათ და ერთმანეთს აპატიეთ. შედგა თუ არა თქვენს შორის კომუნიკაცია? თქვენ წლების განმავლობაში გქონდათ კრიტიკული დამოკიდებულება მის მიმართ და შეცვალეთ თუ არა ეს პოზიცია?
- არა. მე ჩემი პოზიცია არ შემიცვლია. უბრალოდ, ვანო მერაბიშვილმა თავისი სასჯელი მოიხადა და სრული უფლება აქვს, დაბრუნდეს პოლიტიკაში. ეს არის მისი უფლება.
რაც შეეხება იმას, რომ ერთმანეთს ვაპატიეთ, მე ვანო მერაბიშვილს მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია, კარგად ვერ გავიგე. გუშინდელ გადაცემაში უთქვამს, რომ თურმე მე დამიპატიმრებია.
- უფრო ზუსტები, რომ ვიყოთ, თქვენს წვლილზე ისაუბრა იმ კონტაქტში რომ მაშინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელი იყავით.
- ამ ნაწილში მე განსხვავებული აზრი მაქვს, მაგრამ ახლა კამათს არ დავიწყებ.
- ამ თემაზე, რომ მანაც გაპატაიათ, ამაზე საუბარი არ გქონიათ, როდესაც მან დაგირეკათ?
- დარეკვა იყო „პრივატული“. არ მეგონა, რომ ეს გასასაჯაროებელი იქნებოდა და სასაუბრო, მაგრამ ეს მისი ნებაა. მე ვანო მერაბიშვილთან პრობლემა არ მაქვს. მე მას ვიცნობდი იქამდე, სანამ ის გახდებოდა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს. ერთი სიტყვით ეს იყო ადამიანური საუბრები ყოფილ პატიმრებს შორის. ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ ყოველთვის.
რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ მე მან მაპატია, მეგონა რომ მაპატია ის რომ თავის დროზე როდესაც მოჭიდავეების საკითხი იყო, მაშინ მე ის ცუდად მოვიხსენიე. შემდეგ ამას მოჰყვა ჩემი და გიგა ბოკერიას კონფლიქტი. მე თავს ვანოს დამპატიმრებლად არ ვთვლი. კოალიციაში როდესაც ხარ და ბიძინა ვიღაცას აპატიმრებს, ასეთ რამეზე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას. აქ მე რა დანაშაული მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და მას სრული უფლება აქვს, შევიდეს პოლიტიკაში.
შეგახსენებთ, ვანო მერაბიშვილმა გუშინ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა: ციხიდან რომ გამოვედი, პირველი ლევან ბერძენიშვილს დავურეკე, მან მაპატია და მეც ვაპატიე.
ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკოსი კი არა სტაჟიანი პოლიტპროსტიტუტკაა!