ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ქალაქ ცხინვალს მეორე სახელად, სტალინირი ეწოდა

ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, ქალაქ ცხინვალს მეორე სახელად, სტალინირი ეწოდა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ქალაქ ცხინვალს მეორე სახელად „სტალინირის“ წოდების ბრძანებას ხელი მოაწერა.აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ“.

ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით“.