დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის შვილი ერთ-ერთი იყო, ვისაც კორონავირუსი საქართველოში ვირუსის დადასტურებიდან მალე აღმოაჩნდა.
მას კორინავირუსი ცალ ფილტვზე პნევმონიით გაურთულდა და კლინიკაში 26 დღე გაატარა.
როგორც ნიკა იხსენებს, მას შემდეგ, რაც კორონა დაუდასტურდა, იმავე დღეს ჩამოწერა სია, ვისთან ჰქონდა შეხება და საღამოს, როცა თავად კლინიკაში იყო, მისი ყველა კონტაქტი უკვე იზოლირებული გახლდათ.
„მამამ დამირეკა: დადებითი ხარო… პირველი რაც გავაკეთე, სია ჩამოვწერე ვისთანაც კონტაქტი მქონდა. საღამოს ყველა იზოლირებული იყო“…
„ალბათ ყველაზე დაცული მე უნდა ვყოფილიყავი და პირველი მე დამემართა…ყველა თანაბარი ვართ ამ დაავადებასთან, ეგ მივხვდი“ …
“რაც უნდა ეცადო და არ შეიმჩნიო, მაინც გეშინია”, ამბობს „ფორმულასთან“ ტელეინტერვიუში ნიკა გამყრელიძე.