ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში მთავრობა შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებას არ გამორიცხავს

ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმების შემთხვევაში მთავრობა შეზღუდვების ხელახლა ამოქმედებას არ გამორიცხავს

არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქება მოქალაქეებმა ინფექციაზე გამარჯვებად არ უნდა აღიქვან. ამასთან, მან ის შეზღუდვები განმარტა, რომელიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდა.

„დღეს ჩატარადა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილული იყო ქვეყანაში არსებული ვითარება COVID-19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეობით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება და ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო და ამოქმედდება აგრარული ბაზრები. მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდდება ჯანდაცვის სამიინსტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა ირაკლი ჩქიოვანმა.