სერგეი ლავროვი: ჯანმოზე თავდასხმები უსამართლოა - კრიზისის ყველა ეტაპზე ჯანმო პროფესიულად მოქმედებდა

სერგეი ლავროვი: ჯანმოზე თავდასხმები უსამართლოა - კრიზისის ყველა ეტაპზე ჯანმო პროფესიულად მოქმედებდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დადანაშაულება უსამართლოა, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

„გაეროს სისტემის სპეციალური უწყებები უალტერნატივო მექანიზმია შესაბამის სფეროებში მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის. ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქმიანობასაც ეხება. მივიჩნევთ, რომ ამ ორგანიზაციაზე თავდასხმები, მასზე პასუხისმგებლობის დაკისრება კონტრპროდუქტიული და უსამართლოა. კრიზისის ყველა ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, ჯანმო პროფესიულად მოქმედებდა, დროულ ნაბიჯებს დგამდა და ინფორმაციასა და რეკომენდაციებს იძლეოდა“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერება გამოაცხადა. მან ორგანიზაციის ხელმძღვანელობა კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.