ყველა შეზღუდვის მოხსნა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და სხვა უწყებების რეგულაციების დაცვით განხორციელდება

ყველა შეზღუდვის მოხსნა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და სხვა უწყებების რეგულაციების დაცვით განხორციელდება

ყველა შეზღუდვის მოხსნა ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლის და სხვა უწყებების რეგულაციების მკაცრი დაცვით განხორციელდება, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთხოვნები ყველამ დაიცვას.

„აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ამ შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც COVID-19-თან გამარჯვება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეტაპი, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ გააზრებულად უნდა გამოვიყენოთ და ყველამ უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უზრუნველვყოთ უსაფრთხოება იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გავრცელდეს COVID-19“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

რა შეზღუდვები მოიხსნება 27 აპრილიდან და რას გულისხმობს 2 დღით დაშვებული საგამონაკლისო წესი, შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.