მარინა ეზუგბაია:

მარინა ეზუგბაია: "ჟურნალისტების ნაწილს სურს, რომ მეტი ინფიცირებული გვყავდეს"

რატომ უჩნდებათ კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი. ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„შიდა გავრცელების პერიოდი, საბედნიეროდ, გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით და ეს სტატისტიკური მონაცემები აბსოლუტურად ჭეშმარიტი და სწორია. რატომ უჩნდებათ კითხვები ჟურნალისტების ნაწილს, რომ ეს მონაცემები არასწორია, არ ვიცი - ასე მგონია, სურს, რომ მართლა მეტი ინფიცირებული იყოს. ეს სტატისტიკა ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. საქართველოს შესაშური სტატისტიკური მონაცემები აქვს და ეს ყველას ერთად უნდა გვიხაროდეს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 496 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 149 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.