დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიზანმიმართული შეტევა ხორციელდება. გამყრელიძე შემოტევის ავტორს ღიად არ ასახელებს თუმცა ამბობს რომ იცის საიდანაც მოდის ეს გეგმები.
გამყრელიძე საზოგადოებას მიმართავს და ლაბორატორიის პასუხების სანდოობაში არწმუნებს. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი კვლევითი ცენტრია. მისი სიმდიდრე კი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის გარდა იქ მომუშავე პერსონალია, რომელთა გამხნევებაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად უწევს.
„ლუგარი მარტო შენობით არ არის ძლიერი. ის ძალიან მდიდარია ადამიანების იმ ჯგუფით ვინც იქ მუშაობენ. საქართველოში ის რესპირაციული ვირუსების ლაბორატორია რაც ლუგარში მუშაობს არის ერთ-ერთი უძლიერესი ლაბორატორია მთელს მსოფლიოში. ვარწმუნებ საქართველოს მოსახლეობას რომ მათ მიერ გაცემული პასუხები სარწმუნოა. შეტევა ხორციელდება ლუგარსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, მაქვს ინფორმაციები რატომ და როგორ, ამას ღია ეთერში არ ვიტყვი, მაგრამ ის ვინც ამას ახორციელებს ხომ უნდა შეეძლოს მისი საქციელის გათავისება? რაა აკეთებენ? ლუგარის ერთ-ერთი მთავრი ფინანსური და პოლიტიკური მხარდამჭერი ამერიკაა, ალბათ ნახეთ აშშ-ს საელჩო როგორ უჭერს მხარს იმ ყველაფერს რასაც საქართველო კოვიდინფექიის წინააღმდეგ ახორციელებს. მე ვამხნევებ სულ ჩემს თანამშრომლებს, ვეუბნები იქნება ეს შემოტევები, მაგრამ ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ-თქო", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „პირისპირ".