რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსს ემსხვერპლა

რუსეთის ეკლესიის ეპისკოპოსი კორონავირუსს ემსხვერპლა

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ჟელეზნოგორსკის და ლგოვსკის ეპარქიის ეპისკოპოსი ვენიამინი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ Meduza წერს.

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე დღის განმავლობაში ეპისკოპოსი რეანიმაციაში იმყოფებოდა, მას ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ვენიამინი რუსეთის ეკლესიის პირველ ეპისკოპოსია, ვინც COVID 19-ით გარდაიცვალა. სასულიერო პირი 55 წლის იყო.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.