ნიდერლანდების ფერმებში ცხოველებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ნიდერლანდების ფერმებში ცხოველებს კორონავირუსი დაუდგინდათ

ნიდერლანდებში, წაულას ორ ფერმაში ძუძუმწოვრებს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ Dutch News-ი ნიდერლანდების სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ცხოველების ვირუსზე ტესტირება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ფერმების თანამშრომლებს Covid-19 დაუდგინდათ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველის ტესტირებამ ვირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. რამდენიმე დღის წინ აშშ-ში კორონავირუსი კატას გამოუვლიდა, თუმცა ცხოველისგან ადამიანის დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა ჯერ არ აღრიცხულა.